საქართველოს ჩემპიონატებიდან 10 და 16 წლამდე გოგონებში ბათუმელთა მონაგარში ოქროს და ბრინჯაოს მედლებია!

საქართველოს ჩემპიონატებიდან 10 და 16 წლამდე გოგონებში ბათუმელთა მონაგარში ოქროს და ბრინჯაოს მედლებია!

This content is available in its original language. KA

3-12 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატები 10 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი ჩატარდა შვეიცარული სისტემით, 9 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

10 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 7.5 ქულით ოქროს მედალი მოიპოვა და საქართველოს ჩემპიონი გახდა ბათუმელი კესარია მგელაძე! მწვრთნელი – ნოკოლოზ მანაგაძე.

16 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 6.5 ქულით lll ადგილზე გავიდა ბათუმელი დეა ბედოშვილი! მწვრთნელი - ლ. ნეურონოვი

ტურნირში აჭარიდან ასევე მონაწილეობდნენ და ბოლო ტურამდე ღირსეულად იბრძოდნენ: მარიამ კალანდაძე 5.5 ქულა, სოფო ანთია 5 ქულა, ანეტა ქედელიძე 5 ქულა და დემეტრე გოგიაშვილი 5 ქულა.

← Back to publications

More from this category