საქართველოს სასკოლო ონლაინ ჩემპიონატზე კესარია მგელაძემ 11 წლამდე გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა!

საქართველოს სასკოლო ონლაინ ჩემპიონატზე კესარია მგელაძემ 11 წლამდე გოგონათა შორის  პირველი ადგილი დაიკავა!

This content is available in its original language. KA

25-28 თებერვალს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს სასკოლო ონლაინ ჩემპიონატი 11 და 15 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი მიმდინარეობდა საჭადრაკო პლათფორმაზე ternelo.com

შეჯიბრება გაიმართა შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი:15+5. აჭარიდან მონაწილეობას ღებულობდა 5 სპორტსმენი.

11 წლამდე გოგონათა შორის ასპარეზობა ბათუმელი მოჭადრაკეების ტრიუმფით დასრულდა!კესარია მგელაძემ 9-დან 9 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა! მარიამ კალანდაძე კი 9-დან 6 ქულით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა!

← Back to publications

More from this category