მარიამ ცეცხლაძემ საქართველოს სასკოლო ონლაინ ჩემპიონატზე 13 წლამდე გოგონათა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

მარიამ ცეცხლაძემ საქართველოს სასკოლო ონლაინ ჩემპიონატზე  13 წლამდე გოგონათა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

This content is available in its original language. KA

11-14 მარტს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს სასკოლო ონლაინ ჩემპიონატი 9 და 13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი მიმდინარეობდა საჭადრაკო პლატფორმაზე ternelo.com.

შეჯიბრებაში წარმოდგენილი იყო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 113 სპორტსმენი. აჭარიდან მონაწილეობდა 7 მოჭადრაკე. ასპარეზობა გაიმართა შვეიცარული სისტემით 9 ტურად, დროის კონტროლი: 15+5.

ბათუმელმა მოჭადრაკემ მარიამ ცეცხლაძემ საქართველოს ჩემპიონატზე მორიგად მიაღწია წარმატებას, მან 9-დან 6 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა! პედაგოგი - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვი.

← Back to publications

More from this category