აჭარის ჩემპიონატები 10,14,18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის – I ტურის შედეგები

აჭარის ჩემპიონატები 10,14,18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის – I ტურის შედეგები

This content is available in its original language. KA

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 22 აპრილს, ქ.ბათუმის სასპორტო სკოლის დარბაზში სტარტი აიღო აჭარის ჩემპიონატმა 10,14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის!

ტურნირები ტარდება 7 ტურად, 10 წლამდე გოგონათა შორის წრიული, ხოლო სხვა კატეგორიებში შვეიცარული სისტემით. დროის კონტორლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობს 54 მოჭადრაკე.

ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, როგორც ჭაბუკთა, ასევე გოგონათა შორის, საუკეთესო სამეული დაჯილდოვდება მედლებით  და დიპლომებით, ხოლო აჭარის    ჩემპიონები - თასით  და  მივლინებული იქნება   ქ. თბილისში 2021 წლის შესაბამისი  ასაკის  მოჭადრაკეთა  საქართველოს  ჩემპიონატზე.

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით სათამაშო სივრცეში უზრუნველყოფილია: დეზობარიერი, სადეზინფექციო ხსნარი, პირბადე და თერმო სკრინინგის კონტროლი. ყოველი ტურის დასრულების შემდეგ ტარდება საჭადრაკო ინვენტარის, მაგიდების და კარებების სახელურების დეზინფიცირება.

← Back to publications

More from this category