ქართველი მოჭადრაკეების წარმატებული გამოსვლა ევროპის ჰიბრიდულ შესარჩევ ტურნირში

ქართველი მოჭადრაკეების წარმატებული გამოსვლა ევროპის ჰიბრიდულ შესარჩევ ტურნირში

This content is available in its original language. KA

მსოფლიო თასის გათამაშებაშის ფარგლებში გამართულ ევროპის ჰიბრიდულ შესარჩევ ტურნირში ქართველმა მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს.

საქართველოს ნაკრების წევრებმა: ბაადურ ჯობავამ და ლუკა პაიჭაძემ სოჭში დაგეგმილი მსოფლიო თასის გათამაშების საგზური მოიპოვეს!

ბაადურ ჯობავამ შესარჩევ ტურნირის მინი მატჩებში დაამარცხა: ფროდე ელნესი (ნორვეგია;2459), ფილიპ პანჩევსკი (მაკედონია;2519), სიმონ გუმულარზი (პოლონეთი;2517).

ლუკა პაიჭაძის მიერ დამარცხებულთა შორის არიან: ევროპის 2019 წლის ჩემპიონი ივან შარიჩი(ხორვატია;2645) ემილ რისტევსკი  (მაკედონია;2395),ვოიტეხ პლატი (ჩეხეთი;2556).

ტურნირში მონაწილეობას იღებდა  ბათუმელი საერთაშორისო ოსტატი ნოდარ ლორთქიფანიძეც, რომელიც სერბ დიდოსტატ ივან ივანისევიჩთან დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხდა.

მსოფლიო თასის გათამაშება ქალაქ სოჭში 10 ივლისიდან 3 აგვისტომდე გაიმართება.

← Back to publications

More from this category