This content is available in its original language. KA
მეოთხე ტური საქართველოს პირველი ნაკრებებისთვის მძიმე გამოდგა. ორივე გუნდმა დაძაბულ ორთაბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 1.5-2.5 მარცხი განიცადა. ქალები რუსებს ეთამაშებოდნენ, მამაკაცები კი სლოვენიას.


მამაკაცთა მეორე ნაკრებმა ღირსეული მეტოქეობა გაუწია ისრაელის გამოცდილ გუნდს და 4 ფრით მატჩი 2:2 დაასრულეს.

ქალთა მეორე ნაკრებმა საბერძნეთს სძლია ანგარიშით 2.5-1.5. გუნდს გამარჯვების ქულა სოფიო გვეტაძემ მოუპოვა.

ქალთა მესამე ნაკრებმა კი 3:1 ფინეთი დაამარცხა!


V ტურში ქართველების მეტოქეები იქნებიან:
მამაკაცებში:
ჩეხეთი - საქართველო2
მაკედონია - საქართველო
ქალებში:
საქართველო - სომხეთი
ესპანეთი - საქართველო2
საბერძნეთი - საქართველო3



