This content is available in its original language. KA
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 21-28 ივლისს, ჭადრაკის ყოფილ სასახლეში ''კაისა'' მიმდინარეობს ღია საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი-2021” 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
6 ტურის შემდეგ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში ლიდერობენ:
8 წლამდე ჭაბუკთა შორის - 6-დან 5.5 ქულით ნიკოლოზ შანიძე და იოანე სვანიძე;
8 წლამდე გოგონათა შორის - 6-დან 6 ქულით ბარბარე შონია;
10 წლამდე ჭაბუკთ შორის - 6-დან 5.5 ქულით დანიელ ღონიაძე;
10 წლამდე გოგონათა შორის - 6-დან 6 ქულით ბარბარე აშოთია;
12 წლამდე - 6-დან 5.5 ქულით გიორგი ჭანტურია;
14 წლამდე - 6-დან 5.5 ქულით ერვანდ ოჰანიანი.
20 წლამდე - 6-დან 5 ქულით თორნიკე წერეთელი, დავით ცქიფურიშვილი და ზურაბ გონგლიაშვილი.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 28 ივლისს 17:00 - საათზე, ჭადრაკის ყოფილ სასახლეში „კაისა”.



