საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია!

საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია!

This content is available in its original language. KA

სლოვენიის საკურორტო ქალაქ ჩატეჟში, 11-დან 22 ნოემბრის ჩათვლით ქალთა და ვაჟთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი გაიმართა.

ღია კატეგორიაში მონაწილეობას 39 გუნდი იღებდა, ქალთა შორის კი – 31.

ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მორიგად გვასახელა და გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა!

გუნდის კაპიტანი იყო დავით ჯოჯუა, მთავარი მწვრთნელი კი - ელიზბარ უბილავა.

აღსანიშნავია პირად დაფებზე ნანა ძაგნიძის და ლელა ჯავახიშვილის მცირე ოქროს მედლებიც!

ვაჟთა ნაკრებმაც ღირსეული ორთაბრძოლების შემდეგ ტურნირში XI ადგილი დაიკავა.

საქართველოს ქალთა და ვაჟთა  ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

ღონისძიების დახურვის ცერემონიას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტთან გიორგი გიორგაძესთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი სლოვენიაში ირაკლი კოპლატაძე და კონსული გიორგი მერაბიშვილი.

← Back to publications

More from this category