აჭარის ღია ჩემპიონატი შშმ პირთა შორის

აჭარის ღია ჩემპიონატი შშმ პირთა შორის

This content is available in its original language. KA

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ონლაინ საჭადრაკო პლატფორმაზე tornelo.com შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის აჭარის ღია ჩემპიონატი გაიმართა.

ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით, 2 წრედ 10 ტურად. დროის კონტროლი 10 წუთს დამატებული 10 წამი.

აღსანიშნავია, რომ საპრიზო სამეულში ქედის და ბათუმის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გავიდნენ.

  1. ლერი ტალიკაძე
  2. რომან წითელაძე
  3. ანნა მგელაძე
  4. მარგალიტა ნათელაური
  5. მარიამ კაპანაძე
← Back to publications

More from this category