საახალწლო ტურნირი "ბათუმის თასი"

საახალწლო ტურნირი "ბათუმის თასი"

This content is available in its original language. KA

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ქ. ბათუმში 18 დეკემბერს ვაჟთა და ქალთა შორის საახალწლო ბლიც ტურნირი”ბათუმის თასი” გაიმართება.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 9 ტურად.

დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოვე სვლაზე 3 წამის დამატებით.

რეგისტრაცია:

ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს.

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული: სარეგისტრაციო ბმული

საკონტაქტო მობ: 599 069497

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 17 დეკემბრის 20:00 საათი.

რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

ტურნირის განრიგი:

ჩამოსვლის დღე17 დეკემბერი
გახსნა18 დეკემბერი14:30
I ტური18 დეკემბერი15:00
II ტური18 დეკემბერი15:20
III ტური18 დეკემბერი15:40
IV ტური18 დეკემბერი16:00
V ტური18 დეკემბერი16:20
VI ტური18 დეკემბერი16:40
VII ტური18 დეკემბერი17:00
VIII ტური18 დეკემბერი17:20
IX ტური18 დეკემბერი17:40
დახურვა18 დეკემბერი18:30

პრიზები:

ვაჟთა შორის გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება აჭარის ჭადრაკის ფედერაციის შესაბამისი ხარისხის დიპლომით, მედლით და ფულადი პრიზით:

  • I ადგილი - 200 ლარი
  • II ადგილი - 150 ლარი
  • III ადგილი - 100 ლარი

ქალთა შორის გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება აჭარის ჭადრაკის ფედერაციის შესაბამისი ხარისხის დიპლომით, მედლით და ფასიანი საჩუქრით;

ჩემპიონები აგრეთვე დაჯილდოვდებიან თასით.

კოვიდ - 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.

ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი – სალომე მელია.

მთავარი მსაჯი: ფიდეს არბიტრი - ლეონიდ ნეურონოვი

← Back to publications

More from this category