ევროპის ონლაინ სასკოლო ჩემპიონატზე კესარია მგელაძემ და დეა ბედოშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს!

ევროპის ონლაინ სასკოლო ჩემპიონატზე კესარია მგელაძემ და დეა  ბედოშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს!

This content is available in its original language. KA

3-12 დეკემბერს, საჭადრაკო პლატფორმაზე tornelo.com სწრაფ ჭადრაკში ევროპის ონლაინ სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.

ღონისძიება ჩატარდა 5 სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, დროის კონტროლით: 15 წუთი 10 წამის დამატებით.

ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ თითოეული სექციის 8 საუკეთესო მოთამაშე გადავიდა ფინალურ - ნოკაუტ ეტაპზე, რომელმაც გამოავლინა ღონისძიების გამარჯვებულები.

ქართველების მონაგარში 8 მედალია: დავით თათვიძემ, ერეკლე ტაბატაძემ, ქრისტინე ხვადაგიანმა და დიანა ლომაიამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, გიორგი ჭალაძე, აკაკი ყალიჩავა, კესარია მგელაძე და დეა ბედოშვილი კი ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ!

← Back to publications

More from this category