ლევან ფანცულაიამ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა!

ლევან ფანცულაიამ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა!

This content is available in its original language. KA

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში, 24 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით საქართველოს ვაჟთა 81-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა გაიმართა.

ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით 12 მონაწილეს შორის. თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი  სვლიდან ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

ლევან ფანცულაიამ 11-დან 8 ქულით დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა! აღსანიშნავია, რომ ის უკვე სამჯერ იყო საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული 2008, 2015 და 2021 წლებში.

II ადგილზე გავიდა მერაბ გაგუნაშვილი, III-ზე კი ნოე თუთისანი, რომელმაც ასევე ტურნირში მეორე წარმატებასაც მიაღწია და დიდოსტატის ნორმატივი შეასრულა.

აჭარის წარმომადგენლების მონაგარშია: ნოდარ ლორთქიფანიძე (9/5 ქულა), ირაკლი ახვლედიანი (9/4 ქულა).

                        

← Back to publications

More from this category