საქართველოს კადეტთა სასკოლო ჩემპიონატი 9, 11 და 13 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს კადეტთა სასკოლო ჩემპიონატი 9, 11 და 13 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

This content is available in its original language. KA

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 20 თებერვლიდან 17 მარტის ჩათვლით, საჭადრაკო პლატფორმაზე - ternelo.com ჩატარდება საქართველოს კადეტთა სასკოლო ჩემპიონატი 9, 11 და 13 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ჩატარების ვადები და ადგილი:

  • საქართველოს ონლაინ თასი: 20.02. - 25.02. 2022 წ. ონლაინ პლატფორმა ternelo.com
  • საქართველოს ონლაინ გრან-პრი: 04.03. - 08.03. 2022 წ. ონლაინ პლატფორმა ternelo.com
  • საქართველოს სუპერფინალი: 15.03. - 17.03. 2022 წ. თბილისის ჭადრაკის სასახლე

მონაწილენი:

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 9 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;
  • 9 წლამდე გოგონათა შორის – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;
  • 11 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;
  • 11 წლამდე გოგონათა შორის – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;
  • 13 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;
  • 13 წლამდე გოგონათა შორის – 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;

სისტემა და კვალიფიკაცია:

საქართველოს კადეტთა სასკოლო ჩემპიონატი იმართება 3 ეტაპად: საქართველოს ონლაინ თასი, საქართველოს ონლაინ გრან-პრი და საქრთველოს სუპერფინალი.

საქართველოს ონლაინ თასი:

ასპარეზობა ჩატარდება შვეიცარული სისტემით, 9 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით. 

I-VIII ადგილზე გასული ჭაბუკები და გოგონები მოიპოვებენ საქართველოს ონლაინ გრან-პრის საგზურს.

ტურნირის განრიგი:

ტურიდღესაათი
(9წ. ჭაბუკები და გოგონები
13წ. ჭაბუკები)
საათი
(11წ. ჭაბუკები და გოგონები
13წ. გოგონები)
ვებინარი20 თებერვალი 17:00 19:00
გახსნა21 თებერვალი 17:00 19:00
I ტური21 თებერვალი 17:30 19:30
II ტური22 თებერვალი 17:30 19:30
III ტური22 თებერვალი 18:15 20:15
IVტური23 თებერვალი 17:30 19:30
Vტური23 თებერვალი 18:15 20:15
VI ტური24 თებერვალი 17:30 19:30
VII ტური24 თებერვალი 18:15 20:15
VIII ტური25 თებერვალი 17:30 19:30
IX ტური25 თებერვალი 18:15 20:15

საქართველოს ონლაინ თასზე რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ  ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა: რეგისტრაცია

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 19 თებერვალი 18:00 საათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com   მობ:  558 11 86 83

თითოეული მონაწილეს სატურნირო შესატანია 25 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით)

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

სს “თიბისი ბანკი”

საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL                  საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

საქართველოს ონლაინ გრან-პრი:

ასპარეზობა ჩატარდება წრიული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.

მონაწილეობის უფლების მქონე მოჭადრაკეებმა უნდა დაადასტურონ მონაწილეობა არაუგვიანეს 1 მარტისა - ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com   მობ:  558 11 86 83

I-IV ადგილებზე გასული ჭაბუკები და გოგონები მოიპოვებენ საქართველოს სუპერფინალის საგზურს.

გრან-პრის განრიგი:

ტურიდღესაათი
ვებინარი4 მარტი19:00
გახსნა5 მარტი18:30
I ტური5 მარტი19:00
II ტური6 მარტი19:00
III ტური6 მარტი20:00
IVტური7 მარტი19:00
Vტური7 მარტი20:00
VI ტური8 მარტი19:00
VII ტური8 მარტი20:00

საქართველოს სუპერფინალი:

სუპერფინალის თითოეული ტურნირი ჩატრდება წრიული სისტემით, 6 მონაწილეს შორის.

დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.

მონაწილეობის უფლების მქონე მოჭადრაკეებმა უნდა დაადასტურონ მონაწილეობა არაუგვიანეს 10 მარტისა - ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com   მობ:  558 11 86 83

სუპერფინალის განრიგი:

ტურიდღესაათი
ჩამოსვლის დღე14 მარტი
გახსნა15 მარტი 15:00
I ტური15 მარტი 15:00
II ტური16 მარტი 15:00
III ტური16 მარტი 17:00
IVტური17 მარტი 15:00
Vტური17 მარტი 17:00
დახურვა17 მარტი 18:30

საქართველოს სუპერფინალის გამარჯვებულები და დაჯილდოება:

  • I ადგილზე გასული ოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებიტ, მედლებით და დიპლომებით. ასევე, მოიპოვებენ 2022 წლის ევროპის სასკოლო ჩემპიონატის მონაწილეობის საგზურებს შესაბამის ასაკებში.
  • II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

ყველა ტურნირის შედეგების მიხედვით გამოვლინდება 3 საუკეთესო მწვრთნელი, რომლებიც დაჯილდოვდებიან დიპლომებით და ფულადი პრიზებით.

ფულადი პრიზები - 8100 ლარი

ადგილი13წ. ჭაბუკები13წ. გოგონები11წ. ჭაბუკები11წ. გოგონები9წ. ჭაბუკები 9წ. გოგონები
1500500500500500500
2300300300300300300
3200200200200200200
4100100100100100100

მწვრთნელთა ფულადი პრიზები:

I ადგილი700 ლარი
II ადგილი500 ლარი
III ადგილი 300 ლარი

სათამაშო ონლაინ პლატფორმა:

მონაწილეებისათვის ტექნიკური საკითხების გასაცნობად გაიმართება ვებინარი:

9 წლამდე ასაკის ჭაბუკებ და გოგონები და 13 წლამდე ჭაბუკები - 20 თებერვალი 19:00 საათი.

Zoom-ის ბმული- ვებინარის ბმული Meeting ID: 8130321 4871 Passcode: 589429

ტურნირის დირექტორი:  საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - ალექსანდრე არსენიძე

← Back to publications

More from this category