ევროპის გუნდური ფესტივალი

ევროპის გუნდური ფესტივალი

This content is available in its original language. KA

ცნობილი საჭადრაკო საიტის ChessKid-ის ორგანიზებით 26 მარტს ახალგაზრდებს შორის ევროპის გუნდური ფესტივალის ერთ-ერთი ჯგუფის მატჩები გაიმართა.

ღონისძიება გაგრძელდება მთელი წლის მანძილზე და გუნდები დაჯგუფებულია რეგიონების მიხედვით. საქართველოს ჯგუფში ასევე მონაწილეობდნენ: თურქეთის, აზერბაიჯანის და ალბანეთის გუნდები. თითო გუნდში წარმოდგენილი იყო 4 მონაწილე (2 ჭაბუკი და 2 გოგონა) 4 ასაკობრივ კატეგორიაში: U8, U10, U12, U14.

საქართველოს გუნდში მონაწილეობას ღებულობდნენ:

მარიამ ცეცხლაძე - U 14

კესარია მგელაძე - U 12

ლუკა ქუნთელია - U 10

რობერტ ჭიღვინაძე - U 8

პირველი მატჩები გაიმართა საქართველოსა და თურქეთს შორის და აზერბაიჯანსა და ალბანეთს შორის, რის შემდეგაც გამარჯვებულები - თურქეთის და ალბანეთის გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჯგუფში გამარჯვება მოიპოვა თურქეთის გუნდმა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს დეკემბრის თვეში გასამართ ფინალურ მატჩში, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან ყველა ჯგუფის გამარჯვებული გუნდები.

← Back to publications

More from this category