This content is available in its original language. KA
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ქალბატონი მაია ხაჯიშვილი ტურნირის მედალოსანს, სალომე მელიას შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლევან ჯიოშვილი, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი და უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდნენ: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე და სალომე მელია. გუნდის კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი ელიზბარ უბილავა, მწვრთნელები - ხვიჩა სუპატაშილი და ევგენი რომანოვი.



