This content is available in its original language. KA
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ჩვენს ნორჩ მედალოსნებს - მარიამ ცეცხლაძესა და კესარია მგელაძეს ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცეს.
მოჭადრაკეებმა ისაუბრეს სატურნირო პერიპეტიებზე და როგორც აღნიშნეს, ძალიან ემოციური იყო მომენტი, როდესაც 13 წლამდე გოგონათა შორის პრედესტალზე 3 ქართველი ერთდროულად დააჯილდოვეს.
მინისტრ, ქ-ნ მაია ხაჯიშვილთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ - მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი, მოადგილე - მინდია ქათამაძე, ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია.
ფოტოგალერეა






