ბათუმელი ანეტა ქედელიძე 10 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა!

ბათუმელი ანეტა ქედელიძე 10 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა!

This content is available in its original language. KA

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 5-14 მაისს, საქართველოს ჩემპიონატი 10 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.

ტურნირები ჩატარდა შვეიცარული სისტემით 9 ტურად. ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

აჭარიდან მონაწილეობდა 7 მოჭადრაკე:

  • ანეტა ქედელიძე (7.5 ქულა) U10
  • მარიამ ცეცხლაძე (6.5 ქულა) U16
  • ლულუ დიასამიძე (5 ქულა) U16
  • შოთა დოლიძე (5 ქულა) U10
  • მარიამ კალანდაძე (4.5 ქულა) U16
  • გიორგი ჭანტურია (4.5 ქულა) U16
  • რატი დიასამიძე (4 ქულა) U10

10 წლამდე გოგონათა შორის ბათუმელი ანეტა ქედელიძე 9-დან 7.5 ქულით ოქროს მედლის მფლობელი და საქართველოს ჩემპიონი გახდა! მწვრთნელი - თენგიზ დიდმანიძე

16 წლამდე გოგონათა შორის მარიამ ცეცხლაძემ II-IV ადგილები გაიყო, კოეფიცინეტით კი IV ადგილი ერგო წილად.

← Back to publications

More from this category