This content is available in its original language. KA
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბათუმის ბულვარში არსებულ ვეტერანთა კლუბთან ”ნონა”, 1 ივნისს, 18:00 საათიდან ამხანაგური ბლიც-ტურნირები გაიმართა.
მოჭადრაკეები 2 გუნდათ გაიყო და ორთაბრძოლა "ლაზიერსა'' და "დებიუტს" შორის გაიმართა. გამარჯვებული გუნდი "დებიუტი" გახდა!
შეჯიბრების შემდეგ ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სიმბოლური საჩუქრებით.




