სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

This content is available in its original language. KA

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 4 აგვისტოდან თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო საქართველოს  ჩემპიონატი 20  წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – ”კახი ჩიგოგიძის თასი”.

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

ღონისძიებაში მონაწილეობს 46 მოჭადრაკე. აღსანიშნავია, რომ გოგონათა შორის ასპარეზობს აჭარის 2 წარმომადგენელი: დეა ბედოშვილი და მარიამ ცეცხლაძე.

პირველი ტურის კენჭისყრა ჭაბუკთა შორის:

პირველი ტურის კენჭისყრა გოგონათა შორის:

← Back to publications

More from this category