წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

This content is available in its original language. KA

თურქეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 2-7 აგვისტოს, კეშანის მუნიციპალიტეტის საერთაშორისო ღია საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა.

ღონისძიება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა. დროის კონტროლი: 90 წუთი 30 წამის დამატებით.

ტურნირში მონაწილეობდა 182 მოჭადრაკე. საქართველოდან ასპარეზობდა 2 სპორტსმენი: კესარია მგელაძე და დავით თათვიძე, რომლებმაც 9-დან 6 ქულა დააგროვეს და 36-52 ადგილები გაიყეს. აღსანიშნავია, რომ ბათუმელმა კესარია მგელაძემ ქალთა ჩათვლაში I ადგილი დაიკავა.

← Back to publications

More from this category