დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

This content is available in its original language. KA

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 3 – 12 აგვისტოს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს  ჩემპიონატი 20  წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – ”კახი ჩიგოგიძის თასი” გაიმართა.

ტურნირი ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

ღონისძიებაში მონაწილეობდა 46 მოჭადრაკე. აღსანიშნავია, რომ გოგონათა შორის ასპარეზობდა აჭარის 2 წარმომადგენელი: 

  • მარიამ ცეცხლაძე (9-დან 5.5 ქულით) მწვრთნელი: დავით მაღალაშვილი
  • დეა ბედოშვილი (9-დან 3.5 ქულით) მწვრთნელი: ლეონიდ ნეურონოვი

20 წლამდე ჭაბუკთა შორის ტურნირის გამარჯვებული გახდა ნიკოლოზ პეტრიაშვილი (9-დან 8.5 ქულით), ხოლო გოგონათა შორის - ეკატერინე ფიფია (9-დან 6.5 ქულით).

← Back to publications

More from this category