This content is available in its original language. KA
16 ოქტომბერს, ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჭანტურიას მემორიალი გაიმართება.
ტურნირი ჩატარდება ღია და 12 წლამდე კატეგორიაში.
დროის კონტროლი: 3 წუთ 2 წამის დამატებით.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 ოქტომბრის 20.00 საათი.
რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ
დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
სარეგისტრციო ბმული - https://forms.gle/VpkWVFqAZLwn898W8
ჩატარების დრო:
ტურნირის გახსნა - 14:30 სთ
I ტური - 15:00 სთ
ტურნირის დახურვა - 18:00 სთ
გამარჯვებულები:
ღია კატეგორიაში I, II, III საპრიზო ადგილზე გასულები და 1 საუკეთესო ქალი
დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი ჯილდოთი, ხოლო ჩემპიონი
აგრეთვე თასით
ღია კატეგორია:
I ადგილი - 150 ლ.
II ადგილი - 130 ლ.
III ადგილი - 100 ლ.
ქალთა ნომინაცია:
I ადგილი - 100 ლ.
(მონაწილეს 2 ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში გადაეცემა უმაღლესი ჯილდო).
12 წლამდე კატეგორიაში I, II, III საპრიზო ადგილზე გასულები და 1 საუკეთესო გოგონა
დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით, მედლებითა და დიპლომებით - ჩემპიონი აგრეთვე
თასით.
ტურნირის დირექტორი - საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია



