ნიკოლოზ კაჭარავა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია!

ნიკოლოზ კაჭარავა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია!

This content is available in its original language. KA

იტალიაში გამართულ მსოფლიოს ჩეპიონატზე 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის, თბილისელმა ნიკოლოზ კაჭარავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

ღონისძიება შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა. დროის კონტროლი: 90 წთ. 40 სვლაზე + 30 წთ. პარტიის ბოლომდე, ყოველ სხვაზე 30 წამის დამატებით.

ნიკამ 11-დან 8 ქულა დააგროვა, I-V ადგილი გაინაწილა, რეიტინგს 20 ქულა შემატა და დიდოსტატობის მორიგი ბალიც შეასრულა!

საქართველოდან მონაწილეობდნენ:

  • ნიკოლოზ კაჭარავა (11-დან 8 ქულა)
  • ნიკოლოზ პეტრიაშვილი (11-დან 6.5 ქულა)
  • ეკატერინე ფიფია (11-დან 6 ქულა)

← Back to publications

More from this category