მარიამ ცეცხლაძის ვერცხლი და ბრინჯაო საქართველოს ჩემპიონატზე სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში

მარიამ ცეცხლაძის ვერცხლი და ბრინჯაო საქართველოს ჩემპიონატზე სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში

This content is available in its original language. KA

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 2-5 აპრილს, ქ.თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ჩამპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში - შოთა ინწკირველის მემორიალი 8, 12 და 16  წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.

ტურნირები ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. ელვისებურ ჭადრაკში დროის კონტროლი იყო 5 წუთი 3 წამის დამატებით, სწრაფ ჭადრაკში კი - 15 წუთი 10 წამის დამატებით.

სამივე კატეგორიაში 100-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა. აჭარიდან ასპარეზობდა 2 სპორტსმენი:

  • მარიამ ცეცხლაძე (16 წლამდე გოგონათა შორის)
  • ანეტა ქედელიძე (12 წლამდე გოგონათა შორის)

აღსანიშნავია, რომ მარიამ ცეცხლაძემ 16 წლამდე გოგონათა შორის სწრაფ ჭადრაკში9-დან 7 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ელვისებურ ჭადრაკში 9-დან 8 ქულით ბრინჯაოს მედლის მფოლობელი გახდა! მწვრთნელი: დავით მაღალაშვილი

← Back to publications

More from this category