საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები შშმ პირთა შორის

საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები შშმ პირთა  შორის

This content is available in its original language. KA

საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 14-18 ივნისს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე უკვე მეორედ მასპინძლობდა საქართველოს ქალთა და ვაჟთა ჩემპიონატს შშმ პირთა შორის.

ტურნირში დაითვალა ფიდეს რეიტინგი და წრიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა.

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცა 45 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

აღსანიშნავია, რომ გათამაშებული 6 მედლიდან, 3 აჭარის წარმომადგენლებმა მოიპოვეს.

ვაჟთა შორის გამარჯვებულები:

  1. ლერი ტალიკაძე (ქუთაისი) 7-დან 6.5 ქულა
  2. ბადრი ბოლქვაძე (ბათუმი) 7-დან 6 ქულა
  3. რომან წითელაძე (ქედა) 7-დან 3 ქულა

ქალთა შორის გამარჯვებულები:

  1. ანანო გოგონაძე (ქუთაისი) 7-დან 5 ქულა
  2. ანნა მგელაძე (ბათუმი) 7-დან 2.5 ქულა
  3. მარგალიტა ნათელაური (თბილისი) 7-დან 2 ქულა

დაჯილდოება:

 I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, დაჯილდოვდნენ  მედლებით, დიპლომებითა და თასით.

ასევე, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა ფასიანი სამახსოვრო საჩუქრები.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი – სალომე მელია

← Back to publications

More from this category