”ჩემპიონთა თასი - 2023”

”ჩემპიონთა თასი - 2023”

This content is available in its original language. KA

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში 13 ოქტომბერს სტარტი აიღო ღია საჭადრაკო ტურნირმა "ჩემპიონთა თასი".

ღონისძიება ტარდება 2 სხვადასხვა კატეგორიაში, A და B ღია ტურნირად. ორივე კატეგორია იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

დროის კონტროლი:

  • A ღია ტურნირში - 90 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
  • B ღია ტურნირში - 60 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.

ტურნირში 45 მოჭადრაკე ასპარეზობს, მათ შორის A კატეგორიაში არის ჩვენი რეგიონის წარმოადგენელი ლულუ დიასამიძე.

← Back to publications

More from this category