“ალექსანდრე ბოკუჩავას თასი”-ს გამარჯვებულები

“ალექსანდრე ბოკუჩავას თასი”-ს გამარჯვებულები

This content is available in its original language. KA

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, 30 სექტემბერს, "ალექსანდრე ბოკუჩავას თასის" გათამაშება დასრულდა.

ასპარეზობა 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის შვეიცარიული სისტემით 7 ტურად გაიმართა. დროის კონტროლი 45 წუთი 5 წამის დამატებით. ღონისძიებაში ჩართული იყო 41 სპორტსმენი.

ტურნირის საბოლოო შედეგები:

ჭაბუკები

  • I ადგილი - ანდრია კვირიაშვილი (თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) – 6 ქულა;
  • II ადგილი - ერეკლე ტაბატაძე (თბილისი; მწვრთნელი ზურაბ სტურუა) – 5,5 ქულა;
  • III ადგილი - ლუკა ქუნთელია (თბილისი; მწვრთნელი კონსტანტინე შანავა) – 5,5 ქულა;

გოგონები

  • I ადგილი - ლიკა ჩხარტიშვილი (თბილისი; მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) – 6 ქულა;
  • II ადგილი - ანა მაჭარაშვილი (თბილისი; მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) – 5,5 ქულა;
  • III ადგილი - ანასტასია ზარქუა (თბილისი; მწვრთნელი დავით ზარქუა) – 4 ქულა.

← Back to publications

More from this category