სალომე მელია აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს!

სალომე მელია  აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს!

This content is available in its original language. KA

31 ოქტომბერს, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა.

ნომინირებულ 22 დელეგატთაგან კონფერენციას ესწრებოდა 19 პირი. დამსწრე დელეგატთა სრული მხარდაჭერით (რომლებიც ნომინირებულნი იყვნენ სპორტული ორგანიზაციების სახელმძღვანელო პრინციპიების რეკომენდაციების გათვალისწინებით), მომავალი 4 წლის ვადით ერთხმად იქნა არჩეული ფედერაციის ხელმძღვანელობა:

  • ფედერაციის პრეზიდენტი - სალომე მელია ;
  • ვიცე-პრეზიდენტი - თამარ მესხიძე;
  • გამგეობის წევრები: ლევან ჯიოშვილი, თემურ ვეკუა, ბაგრატ მჟავანაძე, იამზე ბოლქვაძე და დავით ხოსრუაშვილი;
  • გენერალური მდივანი - დიანა ქუთელია;

  • სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე - ლეონიდ ნეურონოვი, წევრები: თინათინ ბერიძე და თორნიკე კალანდაძე.

კონფერენციას დელეგატებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და ფიდე-ს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორი აკაკი იაშვილი და მედიის წარმომადგენლები.

← Back to publications

More from this category