ევროპის ქალთა და ვაჟთა გუნდური ჩემპიონატის შედეგები

ევროპის ქალთა და ვაჟთა გუნდური ჩემპიონატის შედეგები

This content is available in its original language. KA

მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში, 20 ნოემბერს, ევროპის ქალთა და ვაჟთა გუნდური ჩემპიონატი დასრულდა.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობდა. ვაჟთა შორის 38 გუნდი მონაწილეობდა, ქალთა შორის კი 32.

ქალთა შორის ჩემპიონატის გამარჯვებული ბულგარეთის ნაკრები გახდა, მეორე ადგილზე აზერბაიჯანის გუნდი გავიდა, მესამეზე კი - საფრანგეთი.

საქართველოს ქალთა ნაკრები X ადგილზე გავიდა,.

აღსანიშნავია, რომ გუნდის წევრებმა პირად დაფებზე 2 მედალი მოიპოვეს: III დაფაზე მერი არაბიძემ ოქროს მედალი დაისაკუთრა, ხოლო V დაფაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი სალომე მელია გახდა.

ნაკრების შემადგენლობა:

  1. ბელა ხოტენაშვილი (2498)
  2. ნინო ბაციაშვილი (2487)
  3. მერი არაბიძე (2458)
  4. ლელა ჯავახიშვილი (2440)
  5. სალომე მელია (2354)

გუნდის კაპიტანი – დავით ჯოჯუა. ნაკრებს დავითთან ერთად მოწვეული მწვრთნელი პაველ ელიანოვი ამზადებდა.

ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული სერბეთის გუნდმა მოიპოვა, II ადგილზე გერმანია გავიდა, III-ზე კი - სომხები.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა XI ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ პირად დაფაზე ბაადურ ჯობავამ ოქროს მედალი მოიპოვა.

ნაკრების შემადგენლობა:

  1. ბაადურ ჯობავა (2568)
  2. მიხეილ მჭედლიშვილი (2564)
  3. ლუკა პაიჭაძე (2501)
  4. ნიკოლოზ კაჭარავა (2519)
  5. გიგა ყუფარაძე (2490)

გუნდის კაპიტანი – ლევან ფანცულაია

← Back to publications

More from this category