რატი დიასამიძე 11 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონია

რატი დიასამიძე 11 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონია

This content is available in its original language. KA

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 22 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი 9,11,13 და 15 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის – ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი გაიმართა.

სისტემა და კვალიფიკაცია:

  • ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
  • ფედეს რეიტინგი ითვლებოდა 11,13 და 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში.

დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

ღონისძიებაში ჯამში 254 მოჭადრაკე მონაწილეობდა, აქედან აჭარას 16 სპორტსმწნი წარადგენდა:

  1. გიორგი გოგიაშვილი – 15 წლამდე ჭაბუკთა შორის
  2. გიორგი ჭანტურია – 15 წლამდე ჭაბუკთა შორის
  3. შოთა ცეცხლაძე – 15 წლამდე ჭაბუკთა შორის
  4. მარიამ ცეცხლაძე – 15 წლამდე გოგონათა შორის
  5. ლულუ დიასამიძე – 15 წლამდე გოგონათა შორის
  6. მარიამ კალანდაძე – 15 წლამდე გოგონათა შორის
  7. შოთა დოლიძე – 13 წლამდე ჭაბუკთა შორის
  8. სანდრო გოგუაძე – 13 წლამდე ჭაბუკთა შორის
  9. ანეტა ქედელიძე – 13 წლამდე გოგონათა შორის
  10. რატი დიასამიძე – 11 წლამდე ჭაბუკთა შორის
  11. დემეტრე მახარაძე – 11 წლამდე ჭაბუკთა შორის
  12. ნინო ნაკაშიძე – 11 წლამდე გოგონათა შორის
  13. მერაბ ბალაძე – 9 წლამდე ჭაბუკთა შორის
  14. საბა სარჯველაძე – 9 წლამდე ჭაბუკთა შორის
  15. თევდორე ცინცაძე – 9 წლამდე ჭაბუკთა შორის
  16. მარიამ გოგუაძე – 9 წლამდე გოგონათა შორის

აღსანიშნავია, რომ აჭარის მონაგარში1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია.

11 წლამდე ჭაბუკთა შორის, 9-დან 7.5 ქულით, საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი ბათუმელი რატი დიასამიძე გახდა! მწვრთნელი - თენგიზ დიდმანიძე. აღსანიშნავია, რომ რატიმ ასევე მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური, რომელიც ირლანდიაში გაიმართება.

15 წლამდე გოგონათა შორის, 9-დან 7.5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა მარიამ ცეცხლაძე, მწვრთნელი - დავით მაღალაშვილი. 9-დან 6.5 ქულით კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლულუ დიასამიძე გახდა, მწვრთნელი - გიგა ყუფარაძე.

← Back to publications

More from this category