ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი ღია ბლიც-ტურნირი

ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი ღია ბლიც-ტურნირი

This content is available in its original language. KA

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 21 მარტს, აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი  მიძღვნილი ღია ბლიც-ტურნირი გაიმართება.

მის: კონსტანტინე გამსახურდიას 37.

ჩატარების სისტემა:

ჩემპიონატი ჩატარდება ელვისებურ ჭადრაკში, ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად.

მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, ტურნირის ჩატარების სისტემას და წესებს განსაზღვრავს ორგანიზატორი.                                                                                                               

მონაწილენი: 

ჟურნალისტები საქართველოს ყველა რეგიონიდან.

დროის კონტროლი:

თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი 2 წამის დამატებით.  

რეგისტრაცია:

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 21 მარტის 11:00 საათამდე.

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/HytN4aSn2ephMGSe6

დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს ორგანიზატორი.

საკონტაქტო ტელ: 599 069497

ტურნირის განრიგი:

ტურნირის გახსნა - 21 მარტი 18:00 სთ.

1 ტური - 18:15 სთ. ყოველი მომდევნო ტური დაიწყება თითოეული ტურის დასრულების შემდეგ.

გამარჯვებულები:

 I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები და 1 საუკეთესო მანდილოსანი, დაჯილდოვდება მედლით, დიპლომით და ფასიანი საჩუქრებით, ჩემპიონი აგრეთვე დაჯილდოვდება თასით.

ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები.

ტურნირის  დირექტორი - საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია    

                                                                  

← Back to publications

More from this category