საკვალიფიკაციო ტურნირი V, IV და III სპორტულ თანრიგზე

საკვალიფიკაციო ტურნირი V, IV და III სპორტულ თანრიგზე

This content is available in its original language. KA

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 30-31 მარტს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში (მის: ლეონიძის 15), V, IV და III თანრიგზე საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება.

ჩატარების სისტემა:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ტურნირის სისტემას, დროის კონტროლს და ტურის დაწყების საათს განსაზღვრავს ორგანიზატორი. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე.

მონაწილენი:

ტურნირში დაიშვებიან საქართველოსა და მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციის წევრი სპორტსმენები.

რეგისტრაცია: მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა    -   https://forms.gle/G4CYSD8kzUw4WMF36

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 29 მარტის 19:00 საათი.

დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს ორგანიზატორი.

რეგისტრაციაზე და კენჭისყრაზე საკონტაქტო პირი - 558 410904

ტურნირის განრიგი:

ტურნირის გახსნა: 30 მარტი, 12:00 სთ.

I-II-III-IV ტური - 30 მარტი 13:00 საათიდან (I ტური დაიწყება13:00 საათზე, ყოველი მომდევნო კი თითოეული ტურის დასრულების შემდეგ).

V-VI-VII ტური - 31 მარტი, დასაწყისი 13:00 სთ.

ტურნირის დახურვა: 31 მარტი, 16:00 სთ.

სატურნირო შესატანი: 10 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები: სს "საქართველოს ბანკი’’

ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200

ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებმა უნდა გადაიხადონ ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი GE30BG0000000584705115

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე ასაკის პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი, წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).

დაჯილდოება:                                                                                                                                                        

     - 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და  დიპლომებით.                 -   V თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4 და მეტ ქულას მიენიჭებათ V სპორტული თანრიგის 1 ბალი.      

     - IV თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4.5 და მეტ ქულას მიენიჭებათ IV სპორტული თანრიგის 1 ბალი.    

     - III თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 5 და მეტ ქულას მიენიჭებათ III სპორტული თანრიგის 1 ბალი.                 

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია

← Back to publications

More from this category