This content is available in its original language. KA
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბათუმის ბულვარში არსებულ ვეტერანთა კლუბთან ''ნონა'' გუნდური ბლიც-ტურნირი გაიმართება.
ღონისძიება დაიწყება 17.00 საათზე. ტურნირში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს.



