This content is available in its original language. KA
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბათუმის ბულვარში არსებულ ვეტერანთა კლუბთან ”ნონა” გუნდური ბლიც-ტურნირი გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში ჩართული იყვნენ როგორც სხვადასხვა საჭადრაკო სკოლის მოსწავლენი, ასევე, ბათუმის ბულვარში ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად გასული ბავშვები.
ახალგაზრდები გადანაწილდნენ 3 გუნდათ, რომელთა სახელწოდებაც მონაწილეთა შერჩევით გახლდათ შემდეგი: ''ცეცხლოვანი ჭადრაკი'', ''ჭადრაკის ოსტატები'' და ''მებრძოლები''.
ყველა მატჩი დასრულდა '' ცეცხლოვანი ჭადრაკის'' გამარჯვებით.
ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა სიმბოლური ფასიანი საჩუქრები.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:











