ბლიც ტურნირის შედეგები

ბლიც ტურნირის შედეგები

This content is available in its original language. KA

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "შავი ზღვის დელფინი 2024”-ის ფარგლებში, 18 აგვისტოს, ელვისებურ ჭადრაკში ღია ტურნირები გაიმართა. 8,10 და 12 წლამდე ღია კატეგორიაში გათამაშდა "მამია ხარაზის თასი'', ღია რეიტინგ ტურნირში კი - "შოთა ჭურკვეიძის თასი".

ღონისძიებაში მონაწილეობდა 100-ზე მეტი სპორტსმენი მსოფლიოს 6 ქვეყნიდან (საქართველო, უკრაინა, ამერიკა, სომხეთი, გერმანია და ფიდეს დროშით მოასპარეზენი.) დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით.

ტურნირის დაჯილდოება გაიმართება 21 აგვისტოს 16:00 – საათზე.

ღია კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. კოპილოვ ალექსანდერ (7-დან 6.5 ქულა)
  2. ბოლქვაძე თედო (7-დან 6 ქულა)
  3. ქამადაძე ზვიადი (7-დან 5.5 ქულა)

ქალთა ნომინაციის გამარჯვებული:

  1. მგელაძე კესარია (7-დან 4.5 ქულა)

12 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. ბარსეღიან მანუელ (7-დან 6 ქულა)
  2. დოლიძე შოთა (7-დან 5 ქულა)
  3. ბერიშვილი ალექსანდრე (7-დან 5 ქულა)

გოგონათა ნომინაციის გამარჯვებული:

  1. ქედელიძე ანეტა (7-დან 5.5 ქულა)

10 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. აბულაძე ილია (7-დან 6 ქულა)
  2. მეფარიშვილი გიორგი (7-დან 6 ქულა)
  3. იოსელიანი გიორგი (7-დან 5 ქულა)

გოგონათა ნომინაციის გამარჯვებული:

  1. არუთინიან არიანა (7-დან 5 ქულა)

8 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. ცინცაძე თევდორე (7-დან 6 ქულა)
  2. სხვიტარიძე დანიელ (7-დან 4.5 ქულა)
  3. ბალაძე დაჩი (7-დან 4.5 ქულა)

გოგონათა ნომინაციის გამარჯვებული:

  1. სოსელია ევა (7-დან 4 ქულა)

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის მამია ხარაზის ოჯახის წევრები და პირველი სვლა პირველ დაფაზე მისმა შვილიშვილმა ქალბატონმა სოფო ხარაზმა გააკეთა.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი:

← Back to publications

More from this category