"ბათუმის თასი" ვეტერანთა შორის

"ბათუმის თასი" ვეტერანთა შორის

This content is available in its original language. KA

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდამჭერით, 15 ნოემბერს, ღია ბლიც-ტურნირი"ბათუმის თასი" ვეტერანთა შორის გაიმართება.

ჩატარების ადგილი: ქ. ბათუმი, ‘’ლორთქიფანიძის საჭადრაკო სკოლა’’, მის: ზუბალაშვილის 20.

ჩატარების სისტემა:

ჩემპიონატი ჩატარდება სენიორ ვაჟთა და ქალთა შორის, ფიდეს წესებით, წრიული სისტემით 7 ტურად.

მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით, აუცილებლობის შემთხვევაში, ტურნირის ჩატარების და კოეფიციენტის სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.                                                                          

მონაწილენი: 

ვეტერანები 50 წლის ზემოთ.      

დროის კონტროლი:

თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე.

რეგისტრაცია:

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 14 ნოემბრის 19:00 საათამდე. დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს ორგანიზატორი.

რეგისტრაციისთვის საკონტაქტო ნომერი - 599 069497.

ტურნირის განრიგი:

ტურნირის გახსნა - 15 ნოემბერი 10:30 სთ.

1 ტური - 11:00 სთ. (ყოველი მომდევნო ტური დაიწყება თითოეული ტურის დასრულების შემდეგ)

გამარჯვებულები:

 I,II,III ადგილის მფლობელები, როგორც სენიორ ვაჟთა, ასევე სენიორ ქალთა შორის, დაჯილდოვდებიან მედლით და დიპლომით.

I ადგილზე გასულები ასევე დაჯილდოვდებიან თასით და ფულადი ჯილდოთი.

I ადგილი სენიორ ვაჯთა შორის - 150 ლ.

I ადგილი სენიორ ქალთა შორის - 150 ლ.

(პრიზები დაიბეგრება საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად)

ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა ფასიანი საჩუქარი.

ტურნირის  დირექტორი - საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია                                                                      

← Back to publications

More from this category