ფიდეს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღია და ქალთა ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში

ფიდეს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღია და ქალთა ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში

This content is available in its original language. KA

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 17-18 დეკემბერს, თბილისში ფიდეს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღია და ქალთა ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში გაიმართება.

ტურნირები და ღონისძიებები:

  • ღია ტურნირი;
  • ქალთა ტურნირი.

სათამაშო წესები:

  • დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
  • ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
  • არ დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

ტურნირში მონაწილეობა და რეგისტრაცია:

ტურნირებში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები;
ღია და ქალთა ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ:

  • ფიდეს საერთაშორისო წოდების (GM, WGM, IM, WIM) მქონე მოჭადრაკეებს;
  • 2024 წლის 14 - 20 წლამდე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორებს;
  • 2024 წლის 14 - 20 წლამდე საქართველოს ჩემპიონებს სტანდარტულ ჭადრაკში.

ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2024 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე (სს "საქართველოს ბანკი" საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115). ხოლო, 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებს კი ასევე, დამატებით შევსებული ელექტრონული ფორმა - https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა -
https://forms.gle/Xye18uAe8ubEBLeD9

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 16 დეკემბერი 18:00 საათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83

ტურნირების განრიგი:

პრიზები:

ღია და ქალთა ტურნირებში I - III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან დიპლომითა და
ფულადი პრიზით.

საპრიზო ფონდი - 17000 ლარი:

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა
ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი

← Back to publications

More from this category