ღია ტურნირი ‘’დამწყები პაიკები’’-ის გამარჯვებულები

ღია ტურნირი ‘’დამწყები პაიკები’’-ის გამარჯვებულები

This content is available in its original language. KA

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდამჭერით, 24 იანვარს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, ღია ტურნირი ‘’დამწყები პაიკები’’ გაიმართა.

ჩემპიონატი 8 წლამდე ღია კატეგორიაში, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. ტურნირში 18 მონაწილე ასპარეზობდა.

ღია ტურნირის გამარჯვებული სამეული:

  1. კოჩალიძე ალექსანდრე (7-დან 7 ქულა) მწვრთნელი - ბოლქვაძე იამზე
  2. ბოჭორიშვილი დემეტრე (7-დან 5.5 ქულა) მწვრთნელი - ლაჟევსკაია ჟანა
  3. ახვლედიანი თემო (7-დან 4 ქულა) მწვრთნელი - მახაჭაძე ნესტანი

გოგონათა შორის I ადგილი დაიკავა:

  1. შავაძე თათია (7-დან 5.5 ქულა) მწვრთნელი - მახაჭაძე ნესტანი

I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ  მედლითა და დიპლომით, I ადგილოსნებს ასევე გადაეცათ თასი. აღსანიშნავია, რომ ყველა მონაწილე დასაჩუქრდა სამახსოვრო სერთიფიკატით.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი:

← Back to publications

More from this category