This content is available in its original language. KA
7- დან 15 სექტემბრის ჩათვლით ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა აჭარის ჩემპიონატი ქალთა და მამაკაცთა შორის - ,,ისიდორე გოგეშვილის თასი’’.

ტურნირი გაიმართა წრიული სისტემით ქალთა შორის 11 და მამაკაცთა შორის 9 ტურად. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში წარმოდგენილნი იყვნენ აჭარის ყველა რაიონის მოჭადრაკეები. ძალა მოსინჯეს და პაექრობაში ტოლი არ დაუდეს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებმაც.
ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და ხელვაჩაურის პურ-პროდუქტების დახმარებით ტურნირი მაღალ დონეზე ჩატარდა.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები ქალთა და მამაკაცთა შორის:

I თინათინ ბერიძე - ბათუმი
II ნინო კეკელიძე - შუახევი
III ნაზი მახათაძე - ბათუმი

I თენგიზ დიდმანიძე - ბათუმი
II თედო ბოლქვაძე - ბათუმი
III ბადრი ბოლქვაძე - ქედა



