სტარტი აიღო მსოფლიოს პირველობამ 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

სტარტი აიღო მსოფლიოს პირველობამ 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

This content is available in its original language. KA

მონტენეგროში, 25 თებერვალს, სტარტი აიღო მსოფლიოს პირველობამ 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

შეჯიბრება შვეიცარული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს, დროის კონტროლით:  90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით. 

ჩემპიონატზე მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი 255 მოჭადრაკე ასპარეზობს, აქედან - ჭაბუკთა შორის 157, ხოლო გოგონათა შორის 98 მონაწილეა.

საქართველოდან შეჯიბრებაზე 4 სპორტსმენია წარმოდგენილი:

  • მგელაძე კესარია
  • კირთაძე ანასტასია
  • კილაძე ლუკა
  • ყალიჩავა აკაკი

პირველ ტურში ბათუმელმა კესარია მგელაძემ ინდონეზიელი მოჭადრაკე დაამარცხა, ასევე გამარჯვება იზეიმეს ანასტასია კირთაძემ და ლუკა კილაძემ.

← Back to publications

More from this category