საქართველოს ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის დასავლეთ ზონის პირველი ლიგა

საქართველოს ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის დასავლეთ ზონის პირველი ლიგა

This content is available in its original language. KA

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 13-17 მარტს, ფოთში საქართველოს ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.

ჩატარების ვადები და ადგილი:
13.03-17.03. 2025 წ. ქ. ფოთი, საჭადრაკო კლუბი “ნანა”, ჭანტურიას ქ. 2.

მონაწილენი:
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:
8 წლამდე - 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
10 წლამდე - 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
12 წლამდე - 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2025 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო
ანგარიშზე. ასევე, შევსებული ელექტრონული ფორმა - https://forms.gle/ZGdjH68jACZ7R5v28
სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 50 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა -
https://forms.gle/7Zeyv2uZdzN8Sr6f6

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 12 მარტი 18:00 საათი.

ელ-ფოსტა - chesspoti@yahoo.com

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია - 40 ლარი.

ა(ა)იპ ფოთის საჭადრაკო კლუბი ნანა.
სს "საქართველოს ბანკი", საბანკო ანგარიში: GE16BG0000000588967256

ტურნირის განრიგი:

გამარჯვებულები:

1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.

თითოეულ ტურნირში 1–5 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის
უმაღლესი ლიგის საგზურებს.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა.
მთავარი მსაჯი: ფიდეს არბიტრი - გოჩა ჩაჩუა.

← Back to publications

More from this category