ევროპის სასკოლო ჩემპიონატი - 2025

ევროპის სასკოლო ჩემპიონატი - 2025

This content is available in its original language. KA

30 მაისიდან 7 ივნისამდე, რუმინეთი, ევროპის სასკოლო ჩემპიონატს მასპინძლობს.

ღონისძიება ტარდება ღია და გოგონათა შორის 6 ასაკობრივ კატეგორიაში: U7, U9, U11, U13, U15, U17. თითოეული ასაკი იმართება 9 ტურად, დროის კონტროლით - 90 წუთი 30 წამის დამატებით თითო სვლაზე, დაწყებული პირველი სვლიდან.

ჩემპიონატში 14 ევროპული ფედერაციის 200-ზე მეტი მოთამაშე მონაწილეობს.

საქართველოდან ღონისძიებაში 15 სპორტსმენი ასპარეზობს:

  • ბარბარე აშოთია (15 წლამდე გოგონათა შორის)
  • თეკლა კოღუაშვილი (15 წლამდე გოგონათა შორის)
  • ბარბარე შონია (13 წლამდე გოგონათა შორის)
  • ანასტასია ჭიჭინაძე (13 წლამდე გოგონათა შორის)
  • ანასტასია ქუთათელაძე (13 წლამდე გოგონათა შორის)
  • მართა დოგრაშვილი (11 წლამდე გოგონათა შორის)
  • სარა სალთხუციშვილი (11 წლამდე გოგონათა შორის)
  • ლილე სვანაძე (9 წლამდე გოგონათა შორის)
  • ერეკლე ტაბატაძე (15 წლამდე ჭაბუკთ შორის)
  • ანდრია კვირიაშვილი (15 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • გიორგი ჭალაძე (15 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • გაბრიიელ გაბადაძე (13 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • დავით თათვიძე ( 13 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • ლაზარე ჩხარტიშვილი (11 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • ალექსანდრე ბერიშვილი (9 წლამდე ჭაბუკთა შორის)

← Back to publications

More from this category