საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულები ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებს შორის

საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულები ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებს შორის

This content is available in its original language. KA

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 4 ივნისს, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებს შორის აჭარის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრება ჩატარდა მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში წრიული სისტემით 6 მონაწილეს შორის. დროის კონტროლი: 10 წუთი დამატების გარეშე.

გამარჯვებული მონაწილეებით დაკომპლექტდა ბათუმის მერიის გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 7 ივნისს გასამართ აჭარის გუნდურ ჩემპიონატზე ჭადრაკში, აჭარის მუნიციპალიტეტების მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებს შორის. თითოეული გუნდი შედგება 4 მონაწილისგან.

საბოლოო შედეგები:

  1. დავით დიასამიძე - ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება
  2. ნანა ჯვარშეიშვილი - ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება
  3. თამარ გორგილაძე - ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება

ქალთა ნომინაციის გამარჯვებული:

  • ნანა აბაშიძე - ბათუმის ბოტანიკური ბაღი

აჭარის გუნდური ჩემპიონატი გაიმართება 7 ივნისს, სასტუმრო "იბის სტაილს ბათუმში".

← Back to publications

More from this category