ქართველი მოზარდების ბრწყინვალე გამოსვლა ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე!

ქართველი მოზარდების ბრწყინვალე გამოსვლა ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე!

This content is available in its original language. KA

7 ივნისს, რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში დასრულდა ევროპის სასკოლო ჩემპიონატი - 2025.

ღონისძიება ჭაბუკთა და გოგონათა შორის 6 ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა: U7, U9, U11, U13, U15, U17. თითოეული ტურნირი 9 ტურად გაიმართა, დროის კონტროლით 90 წუთი, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.

ჩემპიონატში 14 ევროპული ფედერაციის 200-ზე მეტი მოთამაშე მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს სახელით 15 სპორტსმენი ასპარეზობდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა წარმომადგენლებმა 8 ინდივიდუალური მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს!

ქართველი მოჭადრაკეების ინდივიდუალური შედეგები:

ლილე სვანაძე - I ადგილი 9 წლამდდე გოგონათა შორის (9-დან 8.5 ქულა)

სარა სალთხუციშვილი - I ადგილი 11 წლამდე გოგონათა შორის (9-დან 8 ქულა)

გაბრიელ გაბადაძე - I ადგილი 13 წლამდე ჭაბუკთა შორის (9-დან 7.5 ქულა)

ანდრია კვირიაშვილი - I ადგილი 15 წლამდე ჭაბუკთა შორის (7-დან 5.5 ქულა)

ბარბარე აშოთია - II ადგილი 15 წლამდე გოგონათა შორის (9-დან 6 ქულა)

დავით თათვიძე - II ადგილი 13 წლამდე ჭაბუკთა შორის (9-დან 7.5 ქულა)

თეკლა კოღუაშვილი - III ადგილი 15 წლამდე გოგონათა შორის (9-დან 5.5 ქულა)

ერეკლე ტაბატაძე - III ადგილი 15 წლამდე ჭაბუკთა შორის (7-დან 5 ქულა)

← Back to publications

More from this category