This content is available in its original language. KA
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საქართველოს მეორე სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადის — „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ ფინალური მატჩები გაიმართა.
ტურნირის გამარჯვებული გახდა სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის გუნდი!
მეორე ადგილი დაიკავა მარნეულის №5 საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილი — თბილისის №177 საჯარო სკოლის გუნდმა.
ფინალში მონაწილეობდა რეგიონალური ჩემპიონატების გამარჯვებული 12 გუნდი:
- ქუთაისი - №41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა
- მარნეული - №5 საჯარო სკოლა
- ხაშური - №1 სკოლა
- ახალციხე - №1 სკოლა
- ცაგერი - საჯარო სკოლა
- თელავი - №9 სკოლა
- თბილისი - №177 სკოლა
- წალენჯიხა - №1 სკოლა
- ხულოს მუნიციპალიტეტი - დიდაჭარის სკოლა
- ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 სკოლა
- მცხეთა - წმ. ათორმეტ მოციქულთა მართლმადიდებლური სკოლა
- ჩოხატაური - ნიკო მარის სახელობის №1 სკოლა
ოლიმპიადის პირველ ეტაპზე მონაწილეობდა: 525 სკოლა/გუნდი; 2080 მოსწავლე (მათ შორის 404 პირველკლასელი და 1676 მეორეკლასელი); 525 მასწავლებელი.




