ქალთა მსოფლიო თასის მეოთხე ეტაპის პირველი ტურის შედეგები

ქალთა მსოფლიო თასის მეოთხე ეტაპის პირველი ტურის შედეგები

This content is available in its original language. KA

16 ივლისს, ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის IV ეტაპის I პარტია გაიმართა. ასპარეზობა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიების მხარდამჭერებია: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

IV ეტაპის I პარტიის დაწყებამდე მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირმა ნიჟარაძემ, რომელმაც ასევე პირველ დაფაზე პირველი საპატიო სვლა გააკეთა.

მერვედფინალში წარმოდგენილი ქვეყნები:

  • ჩინეთი (4 მოთამაშე)
  • ინდოეთი (4 მოთამაშე)
  • საქართველო (2 მონამაშე)
  • უკრაინა (2 მოთამაშე)
  • შვეიცარია (1 მოთამაშე)
  • ყაზახეთი (1 მოთამაშე)
  • უზბეკეთი (1 მოთამაშე)
  • ფიდე (1 მოთამაშე)

მერვედფინალის შედეგბი:

  • მარია მუზიჩუკი (2492) 0.5-0.5 ნანა ძაგნიძე (2505)
  • სონგ იუქსინი (2410) 1-0 ლელა ჯავახიშვილი (2432)
  • კატერინა ლაგნო (2515) 0.5-0.5 ხარიკა დრონოვალი (2483)
  • ალექსანდრა კოსტენიუკი (2471) 0.5-0.5 ჰამპი კონერუ (2543)
  • რამეშბაბუ ვაიშალი (2481) 0.5-0.5 მერუეტ კამალიდენოვა (2330)
  • ლეი ტინგჟი (2552) 1-0 უმიდა ომონოვა (2211)
  • ტან ჟონგი (2546) 1-0 იულია ოსმაკი (2468)
  • დივია დეშმუხი (2463) 1-0 ჟუ ჟინერი (2547)

IV ეტაპის II პარტია გაიმართება 17 ივნისს 15:00-საათზე სასტუმრო "გრანდ ბელაჯიო"-ში.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი:

← Back to publications

More from this category