საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი

საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი

This content is available in its original language. KA

ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო სასკოლო ჩემპიონატი 7, 9, 11 და 13 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, რომელშიც ასპარეზობს 234 მონაწილე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

აღსანიშნავია, რომ აჭარიდან მონაწილეობს 9 მოჭადრაკე - მგელაძე კესარია , ცეცხლაძე  მარიამი, კალანდაძე  მარიამი, გოგიაშვილები გიორგი და დემეტრე, ცეცხლაძე შოთა — 11 წლამდე; ქედელიძე ანეტა, ანი ყალიჩავა — 9 წლამდე და  ანრი ყალიჩავა  7 წლამდე.

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. საპრიზო ფონდი 4 800 ლარია.

← Back to publications

More from this category