This content is available in its original language. KA
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 8,10,12 და 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი 2025” მიმდინარეობს.
ტურნირის მხარდამჭერები:
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი.
ფესტივალის კატეგორიები:
- 8 წლამდე ღია კატეგორია;
- 10 წლამდე ღია კატეგორია;
- 12 წლამდე ღია კატეგორია;
- 20 წლამდე ღია კატეგორია – რეიტინგ ტურნირი.
სისტემა და კვალიფიკაცია:
ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია იმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
ღონისძიებაში ჩართულია 100 -ზე მეტი სპორტსმენი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, ამერიკა, უკრაინა და ფიდეს დროშით მოასპარეზენი.
III ტურის შემდეგ ლიდერობენ:
8 წლამდე კატეგორიაში:
- ბერიძე მათე (3-დან 3 ქულა)
- კახიძე ლაშა (3-დან 3 ქულა)
10 წლამდე კატეგორიაში:
- სხვიტარიძე დანიელი (3-დან 3 ქულა)
- გოგუაძე მარიამი (3-დან 3 ქულა)
12 წლამდე კატეგორიაში:
- კალანდაძე ალექსანდრე (3-დან 3 ქულა)
20 წლამდე კატეგორიაში:
- პეტრაკოვ ბოგდანი (3-დან 3 ქულა)
- ანთაძე ანდრია (3-დან 3 ქულა)
23 აგვისტოს, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ბლიც ტურნირი – ღია და 12 წლამდე კატეგორიებში. დასაწყისი 16:00 სთ.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:






