საკვალიფიკაციო ტურნირი V, IV და III სპორტულ თანრიგზე

საკვალიფიკაციო ტურნირი V, IV და III სპორტულ თანრიგზე

This content is available in its original language. KA

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 20-21 სექტემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში V, IV და III თანრიგზე საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება.

ჩატარების სისტემა:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ტურნირის სისტემას, დროის კონტროლს და ტურის დაწყების საათს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე.

მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან საქართველოსა და მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციის წევრი სპორტსმენები.

რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/8SAzcuXxkYxAhD5L8

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 19 სექტემბერი 19:00 საათი.
დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს
ორგანიზატორი.
რეგისტრაციაზე და კენჭისყრაზე საკონტაქტო პირი – 558 410904.

ტურნირის განრიგი:

ტურნირის გახსნა: 20 სექტემბერი, 11:30 სთ.
I-II-III ტური ჩატარდება 20 სექტემბერს. I ტური დაიწყება 12:00 საათზე, ყოველი მომდევნო კი თითოეული ტურის დასრულების შემდეგ.
IV-V-VI-VII ტური – 21 სექტემბერი, დასაწყისი 12:00 სთ.
ტურნირის დახურვა: 21 სექტემბერი, 15:00 სთ.

სატურნირო შესატანი 15 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200

ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებს გადახდილი უნდა ჰქონდეთ
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი GE30BG0000000584705115
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე ასაკის
პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/ZGdjH68jACZ7R5v28
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი,
წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).

დაჯილდოება:

  • 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლითა და დიპლომით.
  • V თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4 და მეტ ქულას
    მიენიჭებათ V სპორტული თანრიგის 1 ბალი.
  • IV თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4.5 და მეტ ქულას
    მიენიჭებათ IV სპორტული თანრიგის 1 ბალი.
  • III თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 5 და მეტ ქულას
    მიენიჭებათ III სპორტული თანრიგის 1 ბალი.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია

← Back to publications

More from this category