5 მედალი საქართველოს ჩემპიონატზე სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში

5 მედალი საქართველოს ჩემპიონატზე  სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში

This content is available in its original language. KA

27-30 სექტემბერს, ქ. ქუთაისში საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.

ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დაითვალა ფიდეს რეიტინგი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

დროის კონტროლი:

სწრაფ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 3 წამის დამატებით.

ელვისებურ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 3 წუთი პარტიის
ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 2 წამის დამატებით.

ღონისძიებაში მონაწილეობდა 400-მდე სპორტსმენი. აჭარიდან წარმოდგენილი იყო 6 მოჭადრაკე:

  1. ბულკა ვიტალი - 8 წლამდე ჭაბუკთა შორის
  2. ევდოკიმოვ იური - 8 წლამდე ჭაბუკთა შორის
  3. სხვიტარიძე დანიელი - 10 წლამდე ჭაბუკთა შორის
  4. დიდმანიძე რატი - 12 წლამდე ჭაბუკთა შორის
  5. მახარაძე დემეტრე - 12 წლამდე ჭაბუკთა შორის
  6. ანთაძე ანდრია - 14 წლამდე ჭაბუკთა შორის

აღსანიშნავია, რომ ჩვენი სპორტსმენების მონაგარში 5 მედალია: 3 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბლინჯაო.

  • დიასამიძე რატი - I ადგილი ელვისებურ ჭადრაკში (12 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • ევდოკიმოვ იური - I ადგილი როგორც ელვისებურ, ასევე სწრაფ ჭადრაკში (8 წლამდე ჭაბუკთა შორის )
  • სხვიტარიძე დანიელი - II ადგილი სწრაფ ჭადრაკში (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • ბულკა ვიტალი - III ადგილი ელვისებურ ჭადრაკში (8 წლამდე ჭაბუკთა შორის)

ღონისძიების ფოტოკოლაჟი:

← Back to publications

More from this category